ალკოჰოლი არაბული სიტყვაა, რაც ნიშნავს ''ნაზს'' და ''საამოს''.
ალკოჰოლურ სასმელებს უძველესი დროიდან იცნობს კაცობრიობა არა მხოლოდ დვინის, არყისა და სპირტის, არამედ სხვა მათრობელა წვენის, როგორც ბუნებრივი მცენარეული წვენების ისე ხელოვნურად გამოხდის საშვალებით მიღებული სასმელების სახით.
ალკოჰოლი არის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკი, რომელიც მომენტალურად მოქმედებს ორგანიზმზე და მიუხედავად იმისა, რომ იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ის ამხიარულებს ადამიანს, სინამდვილეში კი ის დეპრესანტია.
ალკოჰოლის მიჩვევის მიზეზი მრავალფეროვანია. ალკოჰოლური სასმელებისადმი ლტოლვა განპირობებულია გარეშე მიზეზით, ადგილობრივი ადათ-ჩვევებით, პროფესიული აუცილებლობით და სხვა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, ალკოჰოლური სასმელის მიდებისთანავე ადამიანში ყალიბდება მისდამი გარკვეული ინდივიდიალური დამოკიდებულება. ადამიანი ალკოჰოლურ სასმელს მიიდებს ზომიერად, თუ გახდება ჩვეულებრივი ლოთი, რასაკვირველია, ბევრად არის დამოკიდებული მრავალ გარეშე მიზეზთა თავდაპირველ დამთხვევაზე.
ალკოჰოლიზმის მიზეზი შეიძლება გახდეს ხშირი ქეიფი მეგობრულ წრეში ''სიამოვნებისათვის''. ზოგჯერ კი თავისებური ხასიათის პირები [ფსიქოპატები, ნევროიკები] არც თუ ისე იშვიათად სულით ავადმყოფებიც ალკოჰოლურ სასმელს მიმართავენ სევდის, აფექტური დაძაბულობის, გადიზიანების მოსახსნელად. დროთა განმავლობაში ხშირი სმის მიზეზი ხდება ლოთობის ფიზიკური სიმტომებიდან განთავისუფლების გამო ზარხოშების სურვილი, თუ ამგვარი ხშირი სმა გრძლდება, ადრე თუ გვიან ჩვეულებრივ 2-8წლის შემდეგ ვითარდება პათოლოგიური ურთიერთობა, ალკოჰოლური ნარკომანია.
უმცროსი ასაკის ბავშვები ალკოჰოლს დებულობენ შემთხვევით, ან მას აძლევენ ბავშვს ''მადისთვის''. არც თუ იშვიათად ბავშვი სპირტიან სასმელს სინჯავს ცნობისმოყვარეობის გამო.
შედარებით უფროს ასაკში ალკოჰოლის პირველად მიდების ტრადიციული მიზეზია დდესასწაული, ოჯახური ზეიმი, სტუმრები და ა. შ. შემდგომში თავს იჩენს ისეთი მიზეზები, როგორიცაა ამხანაგების ხათრისათვის.
სპირტიანი სასმელის სმის სურვილის გამომწვევია მშობლებისა და ნათესავების მაგალითზე, ალკოჰოლური ტრადიციები და რთული ურთიერთობა ოჯახში, კონფლიქტური სიტუაციები, უსაქმურობა, ბავშვის მიტოვება, მომავლისადმი იმდეფერენტულობა, უიმედობა და სხვა.
სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე დადგენილია, რომ იმ ადამიანების 96 პროცენტისა, რომლებიც სპირტიან სასმელებს ეტანებიან პირველად გასინჯეს 15 წლამდე ასაკში. სპირტიანი სასამელებისადმი მიჩვევის პერიოდი ძალიან მოკლეა, რაც აიხსნება მათი ორგანიზმის ანატომიურ-ფიზოლოგიურ თავისებურებით.ალკოჰოლური სასმელების ხანგრზლივად მიდება და მიჩვევა, პირველ რიგში მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე.
ალკოჰოლიზმი-დაავადება რომელიც იწვევს სპირტიანი სასმელების სისტემატიურ და ხანგრძლივ სმას. ავადმყოფურ ლტოლვას სპირტიანი სასმელებისადმი.
ნარკომანიის სახე ტერმინი ''ა'' 1849წ შემოიდო შვედმა ექიმმა და საზოგადო მოდვაწემ მ.ჰუსმა. ფართო გაგებით მისი სამედიცინო მნიშვნელობა განუყოფელია სოციალური შინაარსისაგან,. მავნე გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, იგი არის შრომის ნაყოფიერების დაქვეითების, დანაშაულებათა ზრდის, ოჯახის დაშლის, საწარმოო და ყოფითი ტრამვის გახშირების დასხვა მიზეზების გამომწვევი. მაგრამ არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში ''ა'' და ჩვეულებრივი ''ყოფითი'' ლოთობა. რაც ანტისაზოგადოებრივი ქცევის ფორმაა და დაავადება. ''ა'' ხელს უწყოფს ზოგიერთი დაავადების განვითარებას, ამძიმებს და ართულებს სხვა დაავადებათა მიმდინარეობას.
ორგანიზმზე ალკოჰოლის მავნე გავლენას უმთავრესად განაპირობებს ცენტრალური ნერვიული სისტემის სარეგულაციო მექანიზმების მოშლა.